ქეთი ქურდოვანიძე: არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სასტიკი დიქტატორიც კი, რომელმაც საკუთარ ერს დასწამა სხვა ერის გენოციდი

“არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სასტიკი დიქტატორიც კი, რომელმაც საკუთარ ერს დასწამა სხვა ერის გენოციდი. ივანიშვილი პირველია, ამის პატიება ნიშნავს მის ბინძურ ღალატში თანამონაწილეობას”,  –  წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

ასევე დაგაინტერესებთ