ქეთი ქვარცხავა: არ იფიქროთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სტატუს კვო, მაგრამ სტატუს კვო არ შეიცვლება თქვენი აქტიურობის გარეშე. ხვალ, 14 დეკემბერს ჩატარდება…

ადვოკატი ქეთი ქვარცხავა:
ხვალ, 14 დეკემბერს დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე ტარდება ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრთა და ყველა ადვოკატის მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თქვენს მიერ დახარჯულ 20 წუთს შეუძლია ასოციაციის და პროფესიის შემდგომი 4 წლის ისტორიის დაწერა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (“სიფა”) მიზანი, ამ არჩევნებთან დაკავშირებით არის ნამდვილი პლურალიზმის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ერთობის, თავისუფალი ხმის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
ადვოკატთა ასოციაცია არ არის და არ იქნება პოლიტიკური გაერთიანება, მისი პირველი და უმთავრესი მიზანი არის ადვოკატის და პროფესიის ინტერესების დაცვა. მაგრამ აპოლიტიკურობა არ უდრის მდუმარებას. ადვოკატი, კრიტიკული აზროვნებით და ახალი და არსებული კანონმდებლობის ანალიზის უნარით გამოირჩევა. როგორც მართლმსაჯულების ნაწილს, ადვოკატს აქვს და ვერავინ ჩამოართმევს უფლებას ისაუბროს მართლმსაჯულების პრობლემებზე. კრიტიკის გარეშე საუკეთესოც კი კარგავს რეალობასთან კავშირს და საბოლოოდ კარგავს სახეს. საგნობრივი კრიტიკა კარგია, ხოტბა – ცუდი!
არ იფიქროთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სტატუს კვო, მაგრამ სტატუს კვო არ შეიცვლება თქვენი აქტიურობის გარეშე.
არჩევნები ხვალ, 14 დეკემბერს ჩატარდება…

ასევე დაგაინტერესებთ