სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ანუ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები დააკავა წყნეთის პოლიციამ.
წყნეთის პოლიციის უფროსი იყო ადამიანი, რომელიც პირველი გაესაუბრა მკვლელობაში მონაწილეებს და იცნობდა უშუალოდ საქმეს.
მერე ვიღაცები მივიდნენ და გამოსაკითხად წაიყვანეს ეს მკვლელობაში ეჭვმიტანილები
ანუ ბრალდებულები ააცალეს წყნეთის პოლიციას აი ასე მარტივად.
და ახლა წყნეთის პოლიციის უფროსი,
დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით,
მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს,
ვერც მტკიცებულება,
ვერც ვიდეოჩანაწერი,
უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს
და ციხეში ჰყავთ,
სწორედ გავიგე ხალხო?!
ეს იმას ნიშნავს,
რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს,
უამრავი სიბინძურე რომ ამოჰყვა,
ახლაც ეგ ხდება?
რას ქვია პოლიციის უფროსი,
რომელსაც კვარაცხელიას საქმე ეწერა,
ახლა ციხეშია
და თან იძახის,
ყველა დეტალი ვიცი და მზად ვარ გამომკითხოთო,
ანუ კვარაცხელიას საქმის მიჩქმალვის გამო დააკავეს და ქრთამის აღება დააბრალეს?
ხვდებით რა სიგიჟე ხდება ჩვენს თავს?
პ.ს. თუ მართლა რაღაცები ვერ გავიგე,
კომენტარებში ამიხსენით,
იმიტომ, რომ წარმოუდგენელი მგონია ეს ამბავი..




