სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ქალბატონო თეა,
დღეს თქვენმა თანაგუნდელმა, რუსთაველზე მყოფ ხალხს,
ბრბო გვიწოდა.
მეტიც, პოლიციამ გვითხრა,
დაგიჭერთ თუ პარლამენტის წინ დადგებითო,
ტროტუარზეო.
კანონიაო 
ახალიაო 
ქალბატონო თეა,
“რატომ ვარ მიუღებელი?!
მე ხომ არაფერი დამიშავებია?!
იმიტომ ვარ მიუღებელი,
რომ მე ვარ განსხვავებული,
მე მაქვს განსხვავებული აზრი,
რომ არ გეთანხმები,
გაკრიტიკებ,
რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს,
რომელიც შენ გაწუხებს.
გეუბნები,
რომ მე,
ევროპელი,
ქართველი,
რომელიც შენთან ერთად გავიზარდე,
ერთ ევროპაში,
ერთ ღირებულებებით,
მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი და შენ ეს არ მოგწონს” და მიჭერ..
შეგახსენებთ,
ქალბატონო თეა, ეს სიტყვები,
ბრჭყალებში ჩასმული,
თქვენი გუშინდელი ინტერვიუდანაა და ევროკავშირს მიემართებოდა.
ზუსტად იგივე სიტყვებს,
შეუცვლელად გიწერთ
და ზუსტად იგივე კითხვებით მოგმართავთ,
იმ განსხვავებით, რომ მე რუსეთისკენ გეზი არ ამიღია და ჩვენს კონსტიტუციას ვიცვავ მხოლოდ…
სანქცია კი არა ქალბატონო თეა,
მაჯარიმებთ,
იმიტომ, რომ არ მოგწონს ჩემი პოსტი
და მიჭერთ.
ციხეში მიჭერ ქალბატონო თეა ტროტუარზე დგომის გამო,
სანქცია რა სალაპარაკოა,
სისხლით გვიჭერთ,
ციხეში გვკეტავთ მხოლოდ იმიტომ,
რომ გაკრიტიკებთ,
თქვენგან განსხვავებული ხედვა გვაქვს და არ მოგწონთ…
შესაბამისად…
რა სანქცია ქალბატონო თეა,
ციხეში გვიჭერთ..
მე არაო,
კანონიო მეტყვით,
აჰ, არც ევროკავშირი გასანქცირებთ ქალბატონო თეა,
მხოლოდ კანონი…
ისინი გასანქცირებენ,
თქვენ?
თქვენ ქიმიური ნივთიერებებით გვწამლავთ,
გვცემთ,
გვასისხლიანებთ
და ბოლოს გვიჭერთ,
იმიტომ,
რომ
“ჩვენ დღეს ვფიქრობთ,
რომ რაღაც არ არის კარგად,
ორგანიზმში არის ვირუსი
და
თქვენ ეს არ მოგწონს”




