ქეთი მოლაშვილი: რასაც ახლა ამ ვიდეოში ნახავთ, შეიძლება საუკუნე გავიდეს და ვეღარ ნახოთ მსგავსი თავდადება.. (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
რასაც ახლა ამ ვიდეოში ნახავთ, შეიძლება საუკუნე გავიდეს და ვეღარ ნახოთ მსგავსი თავდადება..
კადრში ჩანს, გოგო და ბიჭი გადადის რუსთაველზე, ჯდება გზაზე და კეტავს გზას…
კადრში ჩანს, ხალხი ეუბნება არ ქნათო.
მერე უცებ კადრში ჩნდება ბატონი ირაკლი ლომოური,
რომელიც ხელჯოხით გადადის სავალ ნაწილზე, ხსნის სკამს (რადგან ფიზიკურად დიდხანს ვერ დგას ფეხზე) და ჯდება სკამზე.
-აბა რა ვქნა! ეუბნება მასთან ახლოს მყოფ მამაკაცს!
ამას ხედავს შაკო, უძვირფასესი ადამიანი,
მიდის და ეხვევა!
ადამიანი კი, რომელიც გზიდან გადასვლას აპირებდა,
ბრუნდება და ბატონ ირაკლის უდგება გვერდით!
რასაც ამ ვიდეოში ნახავთ,
მართლა საუკუნე შეიძლება გავიდეს და მსგავსი სოლიდარობის მაგალითი ვეღარ ვნახოთ!
დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი დღეს არ აპირებდა გზის გადაკეტვას,
უბრალოდ შინაგანმა ხმამ არ მისცა უფლება, მაშინ, როცა სხვა საკუთარ თავს სწირავდა ქვეყნის გადასარჩენად,
მას სოლიდარობა არ გამოეხატა!
ბატონი ირაკლი, დიდი ადამიანია!
მისი ნაწარმოები, სკოლაში მაქვს ნასწავლი და ზუსტად ვიცი, იმდენად პატიოსანი ადამიანია, ფიზიკურად ვერ გაუძლებდა იმ ამბავს, რომ თავად ტროტუარზე დარჩენილიყო,
მაშინ, როცა ხალხი ეწირება ქვეყნის გადარჩენას.
მომდევნო დღეებში, ბატონ ირაკლისაც გამოუტანს განაჩენს სასამართლო,
უბრალოდ ერთს ვთხოვ ყველა ქოცს,
სანამ ბატონ ირაკლის, განაჩენს გამოუტანენ,
გაეცნონ მის შემოქმედებას!