ქეთი მოლაშვილი: თანამშრომლის გარდაცვალებით შეძრული ორგანიზაციები, ასე არ წერენ და თუ მის თანამშრომელს, იარაღით მკვდარს იპოვიან, სულ მცირე წერენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რომ საქმე სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ამ დილას, სუსის შენობასთან,
სუსის თანამშრომელმა, უფრო ზუსტად კი ანტიკორუფციულის თანამშრომელმა, თავი მოიკლა და წერილი მანქანაში დატოვაო, განგვიცხადა სუსმა.
სუსი გვეუბნება, რომ მისი თანამშრომელი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა და ერთადერთი რაც შეგვიძლია გითხრათ,
ბარიატიული ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდაო.
ანუ სუსი აცხადებს, რომ მისი შენობის წინ,
მისმა თანამშრომელმა თავი მოიკლა
და ბარიატიის ოპერაცია გაიკეთა,
მარტო მაგის თქმა შეგვიძლიაო.
სუსი გვეუბნება, რომ ანტიკორუფციულის თანამშრომელმა,
აი იმ ორგანიზაციისამ, ვისზეც ახლა ამხელა დაწოლაა,
ამხელა წნეხია, ამდენ შავ საქმეს აკეთებინებენ,
თავი მოიკლა და თან იქვე მიანიშნებს,
ბარიატია გაიკეთა კაცო და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდაო და თან წერილი დაწერაო, უეჭველი ბარიატიის ბრალი იქნებოდაო_ალბათ ეს უნდა რომ ვიგულისხმოთ.
ძვირფასო თანამოქალაქეებო,
თანამშრომლის გარდაცვალებით შეძრული ორგანიზაციები, ასე არ წერენ და
თუ მის თანამშრომელს, იარაღით მკვდარს იპოვიან, სულ მცირე წერენ, რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რომ საქმე სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და ბოლომდე მიიყვანენ ამ ამბავს, აუცილებლად გამოიძიებენ ვინმე ზეწოლას ხომ არ ახდენდა, იმიტომ, რომ კაცმა სულ ახლახანს გაიკეთა ბარიატიის ოპერაცია, ე.ი. სიცოცხლე უყვარდა, ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მზად იყო და ვიღაცამ თუ სიცოცხლე მოუსწრაფა,
აუცილებლად გავიგებთ და გვიფრთხილდითო_სულ მცირე, ასე დაწერდნენ.
მე კი მგონია, რომ “ქურდს ქუდი ეწვის”
და საქმის მიჩქმალვა უფროა ამ პოსტის მიზანი, ვიდრე რეალური მწუხარება,
ბოლო-ბოლო არ გამიკვირდება ბარიატია რომ დააპატიმრონ და ტვ იმედზე სიუჟეტი მოამზადონ, დაპატიმრებულია მთავარი დამნაშავე _ ბარიატიაო.
არადა შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი გაფრთხილება სუსის თანამშრომლებისთვის, რომ თუ რამეს გაბედავთ, ყველას მოგკლავთ
ან გაიძულებთ თავი მოიკლათო,
კაცმა არ იცის ძაღლის თავი სადაა ჩამარხული..
იქამდე ციხის უფროსმა ჰო მოიკლა თავი,
მერე რიჟვაძემ ხომ სცადა თავის მოკლვა,
მთავარმა პროკურორმა ჰო შეუკვეთა ადამიანის მკვლელობა და მოკლა.
კი მაგრამ, არ დაფიქრებულხართ
რაც არასოდეს ან ძალიან იშვიათად მომხდარა ჩვენს ქვეყანაში,
ბოლო 1 წელში, ამდენი თანამდებობის პირი, თავს რატომ იკლავს, ან კლავენ ან ციხეში სვამენ, ან აკულაკებენ?!
ვინ იცის…
ეს ის კითხვებია, რისი საჯაროდ დასმის უფლებაც გვაქვს,
პასუხების იმედი კი არ!
იმიტომ, რომ რუსული საქმის სუნი ასდის ხოლმე ასეთ ამბებს
და
როცა ვამბობთ, პრორუსი რეჟიმის ხელში, ვერავინ გაიხარებს, ამას ვგულისხმობთ..
პ.ს. ველოდებით გამოძიებას,
გამოვთქვამთ ვარაუდებს,
იმედი არ გვაქვს საქმის გამჭვირვალობის.
კაცი რომ თავს იკლავს და სუსი იმას რომ აცხადებს, ბარიატია გაიკეთა და ამის თქმა შემიძლია მხოლოდო,
ნუ რავი…

ასევე დაგაინტერესებთ