ქეთი მოლაშვილი: ეს კაცი, იოსებ გორგაძეა… ვუყურებ ამ კაცს და ერთი უბრალო კაცია, რომელიც პარტიამ გამოიყენა…

“ეს კაცი, იოსებ გორგაძეა,
შეიძლება არ იცნობდეთ და გაგაცნობთ.
იოსებ გორგაძეს, 23 ოქტომბერს, როდესაც ქართული ოცნების შემაჯამებელი შეხვედრიდან ბრუნდებოდა, ავარია მოუხდა და ხალხი შემოაკვდა (მეორე ვერსიით, ეს კაცი, თავის გზაზე მიდიოდა, გზაში ქართული ოცნების შემაჯამებელი შეხვედრიდან დაბრუნებული ხალხი ჩხუბობდა, მთვრალები იყვნენ და შუა გზაზე ჩხუბობდნენ, იოსებმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ხალხი შემოაკვდა. ორივე ვერსიით, პარტიასთან დაკავშირებული ამბების გამო, ეს ამბავი ჩაფარცხეს და არ გაახმაურეს).
ეს ამბავი, არც კი გაახმაურეს, ჰო არ იტყოდნენ პარტიის შეხვედრიდან დაბრუნებულ კაცს, ხალხი შემოაკვდაო,
წამებში ჩაფარცხეს ეს ფაქტი და ხალხი გააჩუმეს.
ვინ იცის და იქნებ ხალხი კი გააჩუმეს,
მაგრამ იოსები ვერ და იმიტომ მოხდა რაც მოხდა..
ციხეში ჩასვეს იოსებ გორგაძე.
ციხეში ჩასმიდან ორ თვეში,
იანვრის დასაწყისში,
იოსებ გორგაძე ციხიდან გაიყვანეს, მისი ამბავი აქ იკარგება.
რამდენიმე დღეში რომ არ დაბრუნდა,
მისმა თანამესაკნემ,
იოსების ნივთებში, ადვოკატის ნომერი იპოვა და შეატყობინა, რომ იოსები საკანში 1 კვირაა არ დაბრუნებულაო.
ოჯახმა მოკვლევა დაიწყო
და აღმოაჩინა,
რომ იოსებ გორგაძე, ინფარქტის ნიშნებით, გადაყვანილი იყო ვივამედის კლინიკაში.
ვივამედის კლინიკაში აღმოჩნდა, რომ ინფაქრტით კი არა, 47 ჭრილობით,
ტვინის მძიმე დაზიანებით, კომაში იყო და მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
ჩაერთო სახალხო დამცველი და აღმოაჩინა,
რომ როგორც ყოველთვის,
ამ შემთხვევაშიც კამერების ჩანაწერები, ყველგან გამქრალია.
დღეს იოსებ გორგაძე, პატიმარი, რომელიც ერთი უბრალო ოჯახიდან იყო,
ქართული ოცნების შემაჯამებელ შეხვედრაზე ხალხი დაჰყავდა და გზად, სხვები შემოაკვდა, ვივამედში გარდაიცვალა.
მხოლოდ დღეს მიმართა ციხის ადმინისტრაციამ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვუყურებ ამ კაცს და ერთი უბრალო კაცია,
სხვა ასიათასობით ქართველივით,
რომელიც პარტიამ გამოიყენა,
პარტიას ჩირქი რომ არ მოსცხებოდა,
მისი საქმე ჩაფარცხა, გააქრო
და ბოლოს ეს კაციც გაქრა.
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,
უზომოდ მძიმე ამბავია,
რომ ქვეყანაში, ხალხი
მხოლოდ იმიტომ იწირება,
პარტიას რომ ჩირქი არ მოეცხოს,
პარტიას რომ არაფერი დაემუქროს,
პარტიას რომ არ ევნოს,
პარტიაზე რომ არაფერი თქვან
და ამასობაში, ხალხს კლავენ, პარტია “ქართული ოცნების” გამო.
გვკლავენ,
როგორც ქვეყანას!” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!