სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ძვირფასო ქართველო ხალხო,
ფოტოზე საქართველოს
მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს ხედავთ.
მნიშვნელობა არ აქვს
და
სალომე ზურაბიშვილი ვის მოგვწონს და ვის არა,
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვლანძღავთ
და ვის გულზე გვეხატება,
ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები,
აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ
პატრიარქის დაკრძალვის ოფიციალურ ნაწილს,
ქუჩაში არ უნდა მდგარიყვნენ
სადღაც ძალიან მოშორებით
და ისე არ უნდა მიეგოთ პატივი პატრიარქისთვის,
არა იმიტომ,
რომ ვინმეზე მეტი არიან,
არამედ იმიტომ,
რომ ქვეყნის პრეზიდენტები იყვნენ და არიან
და როცა
პირადი ამბიციების გამო,
პრეზიდენტები ჩემს მოსაზრებას არ ეთანხმებინ
და არ მოვუშვებო ამბობ,
პრეზიდენტებს არა,
ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფას.
როცა ქართველი ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტებს არ ეპატიჟებიან
დაკრძალვის ცერემონიაზე,
ქართველ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას,
34 წელია რაც დამოუკიდებლები ვართ და აქედან 10 წელი, ესენი იყვნენ პრეზიდენტები
და განა ვერ უნდა მიხვდე,
რომ ქვეყნისთვის ხანდახან რაღაც უნდა დათმო?!
განა ვერ უნდა მიხვდე,
რომ პირად ინტერესებს
ხანდახან უნდა შეეშვა
და სახელმწიფო ინტერესებიდან
გამომდინარე უნდა იმოქმედო?!
მე ვარ და ჩემი ნაბადიო,
ასე იყო გუშინ
ბიძინა სამებაში.
არანაირი პოლკტიკური თანამდებობა რომ არ ჰქონდა,
პირველ რიგში იდგა ბიძინა,
ეყენა ბერა, ოჯახის წევრები
და ქ.ოცნების მინისტრები
უკან, სადღაც შორს მოჩანდნენ.
ბიძინა არ სცემს ქვეყანას,
როგორც სახელმწიფოს პატივს.
ბიძინასთვის ქვეყანა
არის ფულის საკეთებელი მანქანა,
თან ამ ფულის საკეთებელ მანქანაზე გაბრაზებულია:
მოსკოვიდან გამოუშვეს,
ჩადი და ბევრ ფულს იშოვიო,
ახლა ფულიც დაკარგა,
ქონებაც
და ფულის საკეთებელი მანქანაც გააფუჭა.
ჰოდა კიდევ ერთხელ,
მნიშვნელობა არ აქვს
ვის მოგვწონს სალომე ზურაბიშვილი
ქვეყანას აყენებენ შეურაცხყოფას,
როდესაც პრეზიდენტებს არაფრად აგდებენ, მათ ნაცვლად,
ნუცა ბუძალაძეებსა და ბიძაშვილ-საახლობლოს საშვებს აძლევენ,
პრეზიდენტებს კი არა..
ქვეყანას,
როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების ერთობას ანადგურებენ,
უნდა ყოფილიყო ორივე იქ
და თუ იტყვი,
არ ეთანხმებიან ოცნების პოლიტიკას და რატომო,
მოგახსენებ,
რომ არც შენ ყოფილხარ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე..
ქართული ოცნება ბოლო გზას ადგას,
არის სრულ აგონიაში,
პატრიარქი სამებაში ესვენა
და ფოტოგრაფებით სანამ არ მივიდნენ,
აიო გადაგვიღეთ
რომ პატრიარქთან ვართო,
იქამდე სამძიმარზე ვერცერთი ვერ დავინახე.
ქ.ოცნება არის
ამორალური,
ყოველგვარი ფასეულობებისა
და მართლმადიდებლობისგან დაცლილი
პრორუსული პარტია,
რომელიც ახლა ორბანთან დარბის,
ისიც იმიტომ,
რომ ორბანს აპრილში არჩევნები აქვს
და პუტინის დავალებას ასრულებს:
ორბანს ეხმარება იმის ილუზიის შექმნაში,
რომ ვითომ ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლებაა.
რუსული რეჟიმები ერთმანეთს აძლიერებენ..
ქ.ოცნება მყარად რომ იყოს
და ხალხში ლეგიტიმაცია ჰქონდეს,
ორივე პრეზიდენტს როგორც წესი და რიგია
მოიწვევდა,
მაგრამ ეშინია,
ნებისმიერი რყევა
იცის რომ წააქცევს,
ამიტომ არის ხისტი
და ვართ ავტორიტარიზმში.
და ბოლოს,
პრეზიდენტები რომ არ მიიწვიეს,
ინდივიდუალურად გიორგი მარგველაშვილსა
და სალომე ზურაბიშვილს კი არ მიაყენეს შეურაცხყოფა,
არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს,
სახელმწიფოს,
რაც რუსეთის ინტერესებში შედის:
დააკნინოს ქართული სახელმწიფოებრიობა.
თქვენ კი ძვირფასო ქართველო ხალხო,
ვისაც ღრმა ძილით გძინავთ,
ეგებ გამოფხიზლდეთ..




