ქეთი მოლაშვილი: გაუმარჯოს ანდრო ჭიჭინაძეს, ბიჭს, რომელიც გისოსებს მიღმა უფრო ღირსეულად გამოიყურება, ვიდრე ქალი პანტერას ფორმიდან ამომხტარი…

 სოციალური აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
გაუმარჯოს ანდრო ჭიჭინაძეს,
ბიჭს, რომელიც გისოსებს მიღმა უფრო ღირსეულად გამოიყურება,
ვიდრე ქალი პანტერას ფორმიდან ამომხტარი აჩიკო სოლოღაშვილი!
ამ ორი ბიჭის ისტორია ასეთია:
ერთი გუშინ ამოხტა ‘ქალი პანტერას’ ფორმიდან,
მეორე მერვე თვეა უსამართლოდაა ციხეში გამოკეტილი და რუსულმა რეჟიმმა, ცხოვრება წაართვა.
ორივე მსახიობია,
კოლეგები არიან.
პირველმა, აი იმან,
ზემოთ რომაა,
ერთი ორჯერ თქვა,
კიო კაცო, მეო ევროპა მინდაო,
მაგრამ მერე მიაყოლა,
აბა რა ვქნა უნდა ვიმუშაო
და ჩემი საქმე არაა პოლიტიკურობაო კაცო (არადა, ადამიანი პოლიტიკური ცხოველიაო, არისტოტელემ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვა რომ იყო, მაშინ თქვა).
მეორემ,
პარტიამ რომ შეუთვალა,
აღიარებითი ჩვენება დაწერე,
რომ ვითომ აღიარებ ბრალს
და გამოგიშვებთ იმავე დღესო,
პირდაპირ უპასუხა,
მე ჩემი სიმართლე მაქვს
და ის, რაც არ ჩამიდენია,
ვერაფერს ვაღიარებო.
პირველი, ანუ ზემოთ რომაა,
აჩიკო სოლოღაშვილია,
ბიჭი, რომელიც პროპაგანდისტულ მედიას ამაგრებს,
ხან პანტერას ფორმიდან ამოხტება,
რომ დასჭირდეს, კლოუნის წითელ ბურთსაც წამოისკუპებს ცხვირზე.
მეორე, ანდრო ჭიჭინაძეა,
საქართველოს თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი თავისუფლება რომ დათმო.
ჰო შეეძლო ანდროს ბოდიში მოეხადა?
ეღიარებინა?
თავისუფლებას მოიპოვებდა,
მაგრამ სამშობლო დაკარგავდა ბევრს,
ამიტომ საკუთარი თავი ციხისთვის
მხოლოდ იმიტომ გაიმეტა,
რომ საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვოს.
და რა,
არ უნდოდა ანდროს საკუთარი შვილის
პირველ ზეიმს დასწრებოდა ბაღში?
კადრები რომ ვნახე,
ბრალდებულის სკამზე რომ ზის
და ტელეფონში შვილის ზეიმის ვიდეოს აყურებინებენ,
იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი,
რაც მინახავს:
ბიჭი, რომელსაც შეეძლო ციხიდან გამოსვლა,
ციხეში დარჩა და ცხოვრება შესწირა ქვეყანას.
ჰო, სულ მაინტერესებდა ეს ქვეყანა როგორ გადარჩა,
როცა უმეტესი ქართველი,
ყოველთვის მედროვე იყო,
როგორ და ინდივიდების ხარჯზე გადარჩა,
ქაქუცა ჩოლოყაშვილებისა
და მერაბ კოსტავების ხარჯზე გადარჩა, თორე არცერთს უმაგრებდა ზურგს მთელი ქვეყანა.
გაგვიაზრებია რას შვება ახლა ტვ იმედი?
პროპაგანდა?
წარმოუდგენელ ფულს ახარჯებს ე.წ. ელიტას, თან ფულს ახარჯებს,
თან ამცირებს,
თან შოუს ქმნის,
ხალხს აჩვენებს, რომ ეს ხალხი,
მისი სათამაშოები არიან,
მისკენ არიან.
არ შეეძლო აჩიკო სოლოღაშვილს ეთქვა თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძესო?
ჰო იცის რომ უდანაშაულოა?
მაგრამ პირადი კომფორტი ვერ დათმო.
დრო, დრო იქნება ქოცობის განაჩენი!
დრო და თაობა,
რომელიც ქოცობის 13 წლიანი ბატონობის ხანას, რუსების ბატონობის 13 წელს დაარქმევს
და სამუდამოდ წაშლის ისტორიის ფურცლებიდან.
ბოლო-ბოლო,
ქოცებს მწერლებიც კი არ ჰყავთ,
რამე რომ გააყალბონ და დაწერონ,
ღირებული მაინც ვერაფერი გამოუვათ
და ტომეულებს, რაც არ უნდა აყალბონ და წერონ ისტორია,
წამებში ჩალის ფასი დაედება,
აგერ,
თქვენც აქ იქნებით და მეც!