ქეთი მოლაშვილი: გაინტერესებთ რა საერთო აქვთ მზია ამაღლობელს, ზვიად რატიანს, ტყიბულში, ნათლისღებას -ს თანამშრომლების ჩხუბსა და ჩოხატაურის ყოფილ მერს?

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
გაინტერესებთ რა საერთო აქვთ მზია ამაღლობელს, ზვიად რატიანს, ტყიბულში, ნათლისღებას -ს თანამშრომლების ჩხუბსა და ჩოხატაურის ყოფილ მერს? (და ახლა უკვე საკრებულოს თავმჯდომარეს).
მოგახსენებთ:
✅️ მზია ამაღლობელს,
ირაკლი დგებუაძეს სილა რომ გააწნა, გინების,
შეურაცხყოფისა და შეფურთხების საპასუხოდ, პოლიციელზე თავდასხმის მუხლი წარუდგინეს, ბოლო დღეს გადაუკვალიფიცირეს, პოლიციელზე ძალადობის მუხით შეუცვალეს, 2 წელი მიუსაჯეს და ისევ საპატიმროშია_სილის გაწვნის გამო.
✅️ ნათლისღებას, ტყიბულში, რესტორანში, შსს-ს კრიმინალური, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს თავს რომ დაესხა, თან ჯგუფურად, შუფუ'წ'ინსკის სიმღერების გამო,
პროკურატურამ კი აღძრა საქმე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით, ალბათ იმიტომ, რომ სახესა და ტანის არეში, მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ და ვეღარ დამალავდნენ, მაგრამ 5000 გირაო მოითხოვა, საბოლოოდ 4000 შეუფარდეს და გამოუშვეს.
შეგახსენებთ, მზიას შემთხვევაში, პროკურატურა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვდა_სილის გაწვნის გამო.
✅️ ზვიად რატიანი მივიდა პარლამენტის წინ შეკრებილ პოლიციელებთან, იკითხა უფროსი ვინააო, მერე პოლიციელებს ჰკითხა მოგწონთ სილის გაწვნის გამო, ქალი რომ ციხეში ზისო? კითხვა დაუსვა და სილა გააწნა უფროსს_ეს იყო სიმბოლური აქტი, იმის დემონსტრირებისა, რომ არ შეიძლება გერქვას ქართველი, იყო ქართველი და ეგუებოდე იმას, ქალი იჯდეს ციხეში, სილის გაწვნის გამო.
ზვიად რატიანი დაიჭირეს.
ზვიადსაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს_ეგ იყო თავდასხმა და 4 წლით ან მეტით ჩასვითო.
✅️ დავით შარაშიძე, რომელიც ჩოხატაურის მერი, ძალიან ახალგაზრდა, 28 წლის გახდა და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეობა უბოძეს, ნინოობას, ასევე რესტორანში, ჯგუფურად თავს დაესხა შსს-ს წარმომადგენელსა და მის თანმხლებ პირს.
საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს, მაგრამ თანმხლები ორი პირი, მიმალვაშია. ანუ პოლიციელზე ჯგუფურად ჰო იძალადეს, თან მიატოვეს და მიიმალნენ და შსს-მ განცხადება რომ გამოდო, პირველ რიგში რა თქვა იცით? პოლიციელზე კი იძალადეს, მაგრამ პოლიციელი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა იმ დროსო 🙃
მოიცა, იქნებ დგებუაძეც ოფიციალურად არ მუშაობდა იმ დღეს და ისვენებდა? ჩაიხედა ვინმემ დგებუაძეს სამუშაო აღწერაში? ან ზვიად რატიანმა ვისაც სილა გააწნა, იქნებ უბრალოდ ‘ბიჭებს გაუარა, ერთი რას აკეთებენ დავხედოო'? თუ ასეა, ე.ი. პოლიციელზე ძალადობათ არ შეფასდებოდა? გამოუშვებდნენ?!
-კითხვა რიტორიკულია.
❌️ ჰო, რაც უფრო ავტორიტარული სახელმწიფო გავხდებით, ძალოვნები უფრო წინ წამოიწევენ, უფრო ხელშეუხებელნი გახდებიან, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ან ცენტრალური ხელისუფლების თუნდაც თანამდებობის პირები.
რა პარადოქსია არა? ხელისუფლებას ქმნი შენ და ძალოვნები უფრო ძლიერები არიან. ამიტომაც არიან შსს-დან გადაყვანილი კადრები, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში_ასე მტკიცდება ძალაუფლება, რომელიც შიშსა და ძალმომრეობაზე დგას!
ასეთია ავტორიტარის ბუნება.
ქოცს რომ ჰგონია, მე ჩუმად ვიქნები და არავინ შემეხებაო, უფრო სასტიკად გაუსწორდებიან მათ, ხმის ამომღები მაინც არავინ ჰყავთო…
ჰო, ასეთია ქოცური სამართალი,
სილის გაწვნის გამო _ ციხე!
პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის გამო _ გირაო!
❌️სამართალი პარტიის მსახურების პრინციპით, აღარაა სამართალი!
ქვეყანა ასეთი სამართლის პრინციპით, არის ბიძინას ბოსტანი,
სახელმწიფო არ!

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს – უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა