ქეთი მოლაშვილი: ალბათ ეს წვალება იმად ღირს, რომ იყოს თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და დამოუკიდებლობას უნარჩუნებს ქვეყანას

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ალბათ ეს წვალება იმად ღირს, რომ ლუკა ხიზაძე Luka Khizadze-სნაირი ახალგაზრდები გაიცნოს საზოგადეობამ,
აღარ იყოს,
იი აბა ნაცი გინდაა,
ანდა ქოცი
და
იყოს თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და დამოუკიდებლობას უნარჩუნებს ქვეყანას.
ალბათ ღირს მრავალგზის წვალებად,
რომ ერთხელ და სამუდამოდ,
ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება და გახდეს ისეთი ძლიერი,
რომ აღარ იყოს შიში,
პარტიებმა ისე არ გაუტიონ,
როგორც ნაცებმა
ანდა ქოცები უტევენ ახლა და ქვეყანა არ დაღუპონო..
და ჰო,
ამ ფოტოზე,
ლუკა გამარჯვებულია
და
დამარცხებული,
მხოლოდ რეჟიმს მორჩილი მილიციაა.
ლუკა მომავალი საქართველოს სახეა,
ლუკას აკავებენ, სჯიან,
იცის, რომ ტყვეობისთვის იმეტებენ,
მაგრამ ამ ფოტოზე,
ლუკა უფრო ბედნიერია,
ვიდრე რეჟიმის მსახურები,
რადგან აი ამ წამსაც, გისოსებში ჩასმული ლუკა უფრო თავისუფალია,
ვიდრე გისოსებს გარეთ,
მაგრამ ს მორჩილებაში მყოფი
ეროვნებით ქართველი რუსები.
ეს ქვეყანა ამ ახალგაზრდებისაა,
დრომოჭმულია რუსული დამპალი იმპერია.
არ არსებობს საქართველოს ისტორიის მომავალი,
სადაც ეს ბიჭები მარცხდებიან
და რუსი იმარჯვებს!
რუსებზეც გავიმარჯვებთ
და არაბებსაც ქალაქებს არ ავაშენებინებთ!
ეს ქვეყანა არის ჩვენი!
გამარჯვება და თავისუფლება
ლუკას,
ბიჭს,
რომელსაც
აპატიმრებენ კი დამპატიმრებელზე უფრო თავისუფალია
დაპატიმრების პროცესშიც კი ♡