ქეთი დოლიძე: რაღაც უნდა დათმოს ხელისუფლებამ…

რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, “აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღა­ცა უნდა დათ­მოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ”. “არ ვიცი, ზუს­ტად რა, მაგ­რამ და­სათ­მო­ბი რო­მაა, ფაქ­ტია, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე და­უკ­რე­ფავ­ში გა­დას­ვლა” – ამ­ბობს ის “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უბ­რი­სას.

რე­ჟი­სო­რის თქმით, მას­ში დიდ აგ­რე­სი­ას, “როცა პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებს, რო­გორ უჩე­ხენ თა­ვებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ბავ­შვებს”.

ქეთი დო­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

– სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მარ­თოს პრო­ცე­სე­ბი, რათა მშვი­დო­ბი­ა­ნი იყოს, არ იყოს ძა­ლა­დო­ბა და უბე­დუ­რე­ბა. უნდა იცო­დე, რო­გორ და­ე­ლა­პა­რა­კო შენს მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს პრო­ცე­სე­ბი გა­რე­დან იმარ­თე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რე­ბად მიგ­ვაჩ­ნია. 2008 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­მა­ჩაბ­ლო წაგ­ვარ­თვეს, რაც ჩვენ­მა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, პირ­ველ­მა მე ვის­რო­ლეო… 2008 წლის მერე რა გა­მი­კე­თა ევ­რო­კავ­შირ­მა, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო?! ამი­ტომ არის ნი­ჰი­ლიზ­მი მათ მი­მართ.

2030 წლამ­დე ევ­რო­კავ­ში­რის კარი არა­ვის­თვის არ გა­ი­ღე­ბა! იცით, რა­ტომ დაგ­ვსა­ჯეს. იმი­ტომ, რომ ვთქვით, ამ ქვე­ყა­ნა­ში კაცი კაცი და ქალი ქალი უნდა იყო­სო. ამას აქვს ბევ­რად უფრო რთუ­ლი და ღრმა ფეს­ვე­ბი, ვიდ­რე ახლა ამ დაბ­ნე­ულ მო­სახ­ლე­ო­ბა­შია. დიდი მა­ფია, რო­მე­ლიც მარ­თავს მსოფ­ლი­ოს, აი, ის აწე­სებს იმ წეს­რიგს, რო­მე­ლი წეს­რი­გი­თაც უნდა იცხოვ­რო. ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა რო­გორც კი ხმას ამო­ი­ღებს, მორ­ჩა, გა­თა­ვე­ბუ­ლი ხარ.

ჩვენ ვის­ჯე­ბით იმი­ტომ, რომ არ გავ­ხსე­ნით მე­ო­რე ფრონ­ტი. ამი­ტო­მაც ზე­ლენ­სკი ოდეს­მე აგებს პა­სუხს იმა­ზე, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ის, რომ რუ­სე­თი მტარ­ვა­ლი და აგ­რე­სო­რია, მე, ქარ­თველს, რო­გორ უნდა მას­წავ­ლონ?! უკ­რა­ი­ნა­ში ომი რომ და­ი­წყო, სამი თვითმფრი­ნა­ვი წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. რაც გვქონ­და, მო­ვი­კე­ლით და გა­ვუგ­ზავ­ნეთ. მად­ლო­ბა გვი­თხრეს? ელჩი გა­ი­თხო­ვეს ჩვენ­გან მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­მა ელჩმა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა იბომ­ბე­ბო­და, იქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვა. რო­დე­საც გვერ­დზე გყავს ასე­თი მტარ­ვა­ლი ქვე­ყა­ნა, უნდა იცო­დე, რა გა­ა­კე­თო. მაჩ­ვე­ნეთ, რო­მე­ლი ომი წა­ა­გო რუ­სეთ­მა? მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი სტა­ლინ­მა მო­ი­გო, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და და მა­შინ კი და­იქ­ცნენ, მაგ­რამ სხვა რა გა­ა­კე­თეს?…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა