„დღეს ვიყავი გამოკითხვაზე. იქაც იგივე ჩვენება მივეცი, რაც შემთხვევიდან 20 წუთში დავწერე: მე არ ვარ ირაკლი დგებუაძე. მისნაირი ჯაბანების მსგავსად, არ ვიტყუები და სიტუაციას ხელოვნურად არ ვამძიმებ. არ ვიგონებ, რომ რამე მეტკინა და ვინმეს სისხლით დაჭერა მინდა.
თუ რამეა და ჩემი ეპიზოდის გარდა, ამ კაცმა ათასი უმსგავსობა ჩაიდინა და მისი დანაშაულები სხვა კადრებშიც შესანიშნავად ჩანს (ჯებირის მოქნევა იქნება თუ დაგდებული ადამიანების მიმართ წიხლების დამატება).
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადად გამააზრებინა, თუ რამდენად უსამართლოდ ჰყავთ დატყვევებული მზია ამაღლობელი. ადამიანი, რომელმაც თუკი რაიმე მისხალი სახე ჰქონდა ამ რეჟიმს შერჩენილი, ეგეც დიდებულად ჩამოახია და გვაჩვენა რეალურად ვინ რას წარმოადგენს. მზია ზღაპარი ადამიანია, მასზე ლამაზ ამბებს დავწერთ და ბავშვებს წავუკითხავთ ძილის წინ – თან არაფრის შეცვლა და შელამაზება არ დაგვჭირდება.
მოკლედ, სილა რეჟიმს! მე არ ვარ მსხვერპლი და რეალურად არც ირაკლი დგებუაძე იყო, უბრალოდ მან გადაწყვიტა ქცეულიყო უკანასკნელ ჩმორზე უარეს არსებად და 9 თვე ტყუილად დაეტირა საკუთარი ლოყა სასამართლო პროცესებზე.
პ.ს. ამ ქარდზე კი წერია, მაგრამ აქტივისტი არ ვარ, მოქალაქე ვარ, საქართველოს ერთი რიგითი ჯარისკაცი 

თავისუფლება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს! #ბოლომდე“ — წერს ქეთი ალავერდაშვილი
