ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება

ქეთევან ციხელაშვილი ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება.
„ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ 24 ივლისს მოაწერა ხელი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული განკარგულებები როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს