ქეთევან ქართველიშვილი სოლო კონცერტს გამართავს Joshi Performance Hall-ში

19 სექტემბერს, 19.00 საათზე, ინდიანას შტატში მოღვაწე ცნობილი პიანისტი, მრავალგზის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, ქეთევან ქართველიშვილი სოლო კონცერტს გამართავს Joshi Performance Hall-ში (ინდიანას უნივერსიტეტი). შესრულდება სკარლატის, შოპენის, ლისტის და რახმანინოვის შედევრები.
ქეთევან ქართველიშვილი წლებია მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას უამრავი წარმატებული კონცერტი აქვს გამართული ისეთ დარბაზებში, როგორებიც არის Carnegie Hall, ნიუ იორკი, Benaroya Hall სიეტლი და მრავალი სხვა.
ქეთევანი ამერიკაში 2009 წელს ჩავიდა ცნობილი პიანისტის, ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში, ინდიანას უნივერსიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას