ქეთევან მუსელიანი: ამ ვიდეოში ჩანს, რომ მხოლოდ მე და დედა დავხვდით აეროპორტში. ასეთ გენიალურ, თავმდაბალ ადამიანს

“ამ პოსტის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ვახტანგის გახარება! როდესაც გავიცანი საოცრად გავბედნიერდი, სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანი გახლავთ☺️
გაცნობის შემდეგ თავის თანაგუნდელ ბიჭთან ერთად წავიდა… ვიფიქრე, ქუთაისში მანქანით მიდიოდნენ. მეორე დღეს გავიგე, რომ ქუთაისამდე ავტობუსით წასულა💔
რომ მცოდნოდა ავტობუსით აპირებდა წასვლას აუცილებლად მანქანით წავიყვანდი, არ უთქვამს არაფერი🤍
ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა და როცა მახსენდება მეტირება… ამ ვიდეოში ჩანს, რომ მხოლოდ მე და დედა დავხვდით აეროპორტში. ასეთ გენიალურ, თავმდაბალ ადამიანს.
მსოფლიო ჩემპიონს, რომელითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ და ვიამყებთ მუდამ🇬🇪
უზომოდ მინდა, რომ სათანდოდ დავაფასოთ✊🏻🤍
გთხოვთ, სადაც მიგვიწვდება ხმა ან ვინც წაიკთხავთ ამ პოსტს ვაჩუქოთ საჩუქრები, გავახაროთ☺️რასაც ეს ადამიანი ყველაზე მეტად იმსახურებს! მე მჯერა,რომ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთამნეთს გვერდში დავუდგეთ, გავულამაზოთ დღეები🤍☺️🤍„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ – გურამ დოჩანაშვილი☀️” – წერს სოციალურ ქსელში 1988 წლიდან მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებლის, მწვრთნელის ვახტანგ მუსელიანის შვილი, ქეთევან მუსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის