ქეთევან კორძახია: ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სუთიძის გაყალბების წინააღმდეგ!

“ჩემო საყვარელო ფრენდებო!
პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემგან და ირაკლისგან, სიყვარულის ამხელა ფეიერვერკისთვის! ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
მიხარია, რომ სუთიძის დღესასწაული გამოგვივიდა!
ახლა, ცუდზე…
როგორც ჩანს, ამ თემაზე დაწერა არაერთხელ მომიწევს!🥴🤮
გუშინ კიდევ 4 ახალი “სუთიძე” დამანახეს!!!ფოტოებს ჯერჯერობით არ გავასაჯაროებ.
მხოლოდ ჩამოვთვლი:
“ორი თევზი”
“წითელი ქოთანი”/მინდვრის ყვავილები
“თევზი”
“კიდობანი”/ცისფერი
“გვიმრა”/წითელ ქოთანში
“თეთრი ცხენი”/ წითელი პოპონით
“თეთრი ცხენი”/ ცისფერი პოპონით
როგორც ჩანს, გამყალბებლები სერიოზულად აფუთფუთდნენ! 🤮🤮🤮
უმორჩილესად გთხოვთ, იყავით ყურადღებით და შემატყობინეთ სუთიძის ყველა სურათის გამოფრიალება!
თქვენი დახმარების გარეშე ამ სისაძაგლეს ვერ მოვერევი.
ჩემი დასტურის გარეშე, სუთიძის სურათებს არ მიეკაროოოოთ!
არც “ის”-ს ენდოთ, არც უკან მიწერილს(მაგის გაყალბებას რაღა უნდა, სურათის გადახატვაზე თუ წავა კაცი!), არც თემატიკას და არც არაფერს!
ვისაც იდენტიფიკაცია გინდათ, არ მოგერიდოთ! ნაცნობებსაც და უცნობებსაც დაგიდასტურებთ ჩემი ხელმოწერით.
თქვენ კი, უბედურ დღეზე გაჩენილო უნიჭო გადამხატველებო, მიეთრიეთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და მაგ დასაფსობი თვალებით ნახეთ, როგორ მუშაობდა ირაკლი სუთიძე!!!
მარტო “ის”-ის მიჯღაბნით სუთიძეები ვერ გახდებით! მაგ წარწერას თავისი საიდუმლო აქვს! მარა… ეგ საიდან უნდა იცოდეთ…
არ გამაბრაზოთ-მეთქი!
საფლავიდან ამოგთხრით!
ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ ეს პოსტი!
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სუთიძის გაყალბების წინააღმდეგ!” –  წერს სოციალურ ქსელში ირაკლი სუთიძის მეუღლე და მენეჯერი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია.
შეგახსენებთ, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში ირაკლი სუთიძის რეტროსპექტული გამოფენა ,,ის 70” 17 ივლისს გაიხსნა და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. კურატორი – ქეთევან კორძახია.

ექსპოზიცია მხატვრის 70-ე დაბადების დღეს ეძღვნება, რომელსაც ის ვერ მოესწრო. ირაკლი სუთიძე 2024 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.