ქეთევან ენუქიძე: ხაზარაძემ გაბედა მაინც ამის თქმა!

“ხოდა, ბარემ ამასაც ვიტყვი:
კი, კომპანიები არ უნდა ჩამოიშალოს!
ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს!
პროტესტის გაგრძელებასთან ამას არ აქვს კავშირი.
დასავლეთის პოზიცია მხოლოდ სანქციები თუ იქნება და პირველი პირების მკაფიო განცხადებები არ მოჰყვება ამას, დაგვრჩება ჩაკეტილი საზღვარი და ჩამოშლილი ეკონომიკა.
ფეხზე ვეღარ დადგება ქვეყანა.
მერე ნახეთ 90-იანები!
პოლიტიკური ოპონენტის თრევა თუ გინდათ და თავად შემოსავლის სხვა წყარო გაქვთ (მაგალითად, დასავლეთის ფონდებიდან), შეგიძლიათ გააგრძელოთ გნიასი…
ხაზარაძემ გაბედა მაინც ამის თქმა!” – წერს სოციალურ ქსელში ,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე.
ცნობისათვის, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი  ამბობს, რომ -ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყავით შეერთებულ შტატებში ჩასული, რომ ვიღაც დაასანქცირე და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნეს სტრუქტურებს, რომ გადარჩნენ. ბიზნესი გადარჩეს”, – თქვა მ.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე – ვის უწევდა ადვოკატირებას, იმ ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა, დასასანქცირებელთა სიაში იყვნენ?, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:
“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ეს ძალიან სათუთი თემაა”, – ამბობს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ