ქეთევან ენუქიძე: სკანდალი გამოიწვია ამიტომ და ამან! ვფიქრობ, მარტივი გასაგებია…

ორგანიზაციის “შეაჩერე კორუფცია“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე:
სტურუას რაც შეეხება, ბარემ, ამასაც ვიტყვი.
ყველა რიჩარდი მაქვს ნანახი, რომელზეც ხელი მიმიწვდებოდა (ინტერნეტრესურსებს ვგულისხმობ).
ვერც ერთი ვერ შეედრება მის ვერსიას!
ახსნა დიდ დროს წაიღებდა…
საოცრება იყო ბრეხტი.
“შობის მეთორმეტე ღამე” იმდენჯერ მაქვს ნანახი, დასაჯავშნად როცა ვრეკავდი, ხმაზე მცნობდნენ.
ნადირობის სეზონი, ბიდერმანი, დარისპანი… რომელერთი!
“ეტ სეტერას” და კალიაგინის “ქარიშხალი” და “ძაღლებს აქ არ აჭმევენ” ისეთი საოცარი იყო, ლამის გული გამიჩერდა ბოლო სცენაზე – დღემდე ასე ვიხსენებ…
არავინ ამბობს და ვერც იტყვის, რომ დიდი რეჟისორი არ არის.
უდიდესია!
თავისი დროის ვახტანგოვია, ფაქტობრივად.
(ვახტანგოვი ვინც არ იცის, “ტურანდოტი” დასერჩოს).
საქმე აქ ვეფხისტყაოსანშია.
არშესახებთან შეხებაში…
პოლონეთში სენკევიჩის “წარღვნას” რომ მიადგა ეჟი ჰოფმანი, ლამის სახალხო გამოსვლები მოაწყვეს დანიელ ოლბრიხსკის კმიციცის როლზე (რომელმაც, სხვათა შორის, გაამართლა) დამტკიცების გამო.
ასე ხდება ხოლმე და, სანამ ასე ხდება, ხალხი ვართ და არა ჯოგი.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წაიკითხა, ვის ახსოვს, ვინ იცის…
ჩვენი ერთადერთია და ბასტა!
სკანდალი გამოიწვია ამიტომ და ამან!
ვფიქრობ, მარტივი გასაგებია…
ამასობაში წითელი პარასკევიც დადგა და მორწმუნესაც და არამორწმუნესაც ვუსურვებ, გულში სიცოცხლის, სიჯანსაღის, სიკეთის, სიყვარულის აღდგომისთვის იზრუნოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი