ქეთევან ენუქიძე: პრობლემა პოლიტიკურ ელიტაში და ტყუილებშია

ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
არჩევნებში მონაწილეობა-ბოიკოტში არაა აქ საქმე, უფრო არათანმიმდევრულობაშია.
მოტივიც არაა ერთგვაროვანი.
პარლამენტში რომ ვერ გაბედეს შესვლა, ვფიქრობ, ამასაც ნანობენ. მაგრამ მაშინ სხვა მოცემულობა იყო. მაშინ პროტესტი პიკზე იყო და ეს არ იყო პროტესტი გაყალბების გამო.
მისი მინავლებაც მარტო ქოცებისთვის არ ყოფილა სასარგებლო.
ჰგონიათ, რომ მთავარი პრობლემა ენმ-ია.
ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ მათ საწინააღმდეგოდ.
ჯერ ეს არის უპირველესი ამოცანა.
საღი აზრი კი არა, ნაცების ჩაჩოჩება.
ჰგონიათ, რომ ხალხი ერთმანეთს დაჟუჟავს საარჩევნო უბნებზე რიგებში, როცა ნაცები აღარ იქნებიან.
კიდევ ერთი რაღაცაა აქ საინტერესო: ბავშვების “მიშვება” პირველ ხაზთან…
“ბავშვების” ხაზგასმა, თორემ იქ არაბავშვი ბევრად მეტი იყო.
ყველამ იცის, რომ “ბავშვების” პროტესტი ქაოსურია და, ხაჭაპურით და ბლითებით კი არა, საერთოდ არაფრით კონტროლდება.
ამ სიმულაციის ავანგარდში ვინც იყო და პოლიტიკოსები ვინც მოაშორა პროცესებს, ისაა მოსაკითხი.
მიშა გააჩუმეთო, მარტო ეს ისმოდა ყველა ორღობიდან.
ეხლაც რამდენს ტლიკინებენ, როგორ ეჩხუბებიან რიგით მოქალაქეებს, გამოეთრიეთ და დადექითო. ერთხელ არ მომისმენია აზრიანი ანალიზი, რა ხდება ჩვენს თავს…
ერთად დადექითო, თითქოს პირუტყვის ჯოგი იყოს ეს ხალხი, რომელსაც რეალურად ყველა ყასაბი დაკლავს, რომელსაც დანა უჭირავს ხელში…
მეტიც! ესენი გავლენ არჩევნებზე, როგორმე კონსტრუქციულ დღისწესრიგში რომ დაბრუნდნენ, მერე წააგებენ სამარცხვინოდ და ბოლოს მაინც დაიბანენ პირს…
სულ ასე ხდება.
პრობლემა პოლიტიკურ ელიტაში და ტყუილებშია.
პროვინციული ჭაობია ეს ქვეყანა…
იმასაც ვერ ხვდებიან, რაშია ენმ-ის ძალა და რატომ ვერ იშორებენ თავიდან.
აწმყო როცა არ არსებობს, წარსული მაშინ ხდება აქტუალური.
ეს ნიშა ქოცებისაა.
ენმ-ის ორიენტირი კი აწმყო და მომავალი იყო. ამას ენერგია სჭირდება და ეს ენერგია არ აქვს ოპოზიციას დღეს.
გაჭაჭვა, ხავილი და გარუჯულ როჟაზე ძარღვების დაბერვა; ან მანიკურშასთან დაკაპიწებულფრჩხილებიანი თითების პარჭყვა გაფუყული ეგოს ილუსტრაციაა და სხვა არაფერი…
ხოდა, რაშია არაქოცი და არანაცი ოპოზიციის ძალა, რომელიც ხვალ არჩევნებზე მიდის?
წარსულის და მომავლის გარდა, ილუზიებიღა დარჩა…
აი, ილუზიებით კი ფსიქოთერაპევტებს მიაკითხეთ…