ქეთევან ენუქიძე: ვფიქრობ, რომ, რეალურად, მიშას შიში და სიძულვილი გადაიყოლებს აქეთურებსაც და იქეთურებსაც…

“მიშას გათავისუფლების მოთხოვნას რომ მიჯნავენ სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისგან, ის ხალხი რას ფიქრობს?
მათი აზრით, ზოგადი პროტესტის დისკრედიტაცია ხდება?
ე.ი. ქოცები იფიქრებენ, რომ ყველანი ნაცები არიან?
და, სურვილის შემთხვევაში, ქოცები არ იფიქრებენ, რომ ხან მასონები დგანან მოედანზე, ხან ლგბტ, ხან მარსიდან ჩამოფრენილები?
შიშით ითრგუნებით, ვაითუ, მიშას დროინდელი ჩინოვნიკებით სავსე ქოცობამ იფიქროს, რომ პროტესტი ნაცურია?
ქოცებს ეპრანჭებით?
ქოცები გინდათ დაარწმუნოთ იმაში, რაც ისედაც იციან?
სიმართლისთვის იბრძვით ისე, რომ მიშას პატიმრობა ნორმალური გგონიათ?
მიშას ციხეში ჯდომა მოსულა და სხვების არა?
საქართველოს დადანაშაულება ომის დაწყებაში ხიხიაა და ამ დროს მიშას წინააღმდეგ რომ არის ეს პროცესი, კოლექტიურად გვკიდია?
ფანტაზიისთვის რამხელა სივრცეს აძლევთ ქოცებს, ნეტა, თუ ხვდებით?
შერჩევით სიმართლეში ერთი წვეთი არაა სიმართლისა…
ეგზალტაციამ გაგიტაცათ და არა სიმართლემ და იმიტომ ვერ დაიძრა პროცესი…
მე ვფიქრობ, რომ, რეალურად, მიშას შიში და სიძულვილი გადაიყოლებს აქეთურებსაც და იქეთურებსაც…
შიში შიშია და შეშინებულის ბრძოლა არ გაიშვას!
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა – ისევ ის სამართალია, რომელიც ყოველთვის?
ისევ საკუთარი სამართალი, საკუთარი თავისთვის და საკუთარ ქურაში გამომცხვარი?
არადა, მიშასთვის კი არა, ქვეყნისთვისაა საჭირო ერთიანი პროტესტი და იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ბრალდებისთვის იყენებენ.
ხალხს გააღიზიანებს მიშას ხსენება?
ნწუ!
თქვენი პალტიკური მომავლისთვისაა საფრთხე…
ნუ გეშინიათ…
მიშა არ არის ბოღმა…
ხალხის უმრავლესობას კი ისედაც ჰკიდია და ასედაც…
რა ვიცი…
უნდა მეთქვა?…
აქეთ თვალთმაქცები დგანან, იქით – მანიპულატორები…
ნეტა, რომელი აჯობებს?” – წერს სოციალურ ქსელში ,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა