ქეთევან დედოფლის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია იწყება – თბილისის მერია

ისნის რაიონის გამგეობა ქეთევან დედოფლის გამზირის N67-N69-ის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 700 000 ლარით დაფინანსდება.
„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი და ფიტნეს ზონა. განთავსდება ურნები და დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი და სკვერის ირგვლივ მოეწყობა ველობილიკიც. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ