ქეთევან დედოფლის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია იწყება

ისნის რაიონის გამგეობა ქეთევან დედოფლის გამზირის N67-N69-ის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 700 000 ლარით დაფინანსდება.
„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი და ფიტნეს ზონა. განთავსდება ურნები და დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, რეაბილიტირდება ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედანი და სკვერის ირგვლივ მოეწყობა ველობილიკიც. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”