“არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ, მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა” – ქეთა თოფურია რინოპლასტიკის, შეცვლილი გარგნობისა და პირადი ცხოვრების სესახებ – Marao
ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას.
ქეთა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი, ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსია. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურიასგარეგნობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ის არ მალავს, რომ პლასტიკური ქირუსგისთვის არაერთხე მიუმართავს და თვლის, რომ თუ ადამიანს ესა თუ ის ცვლილება თავს უკეთესად აგრძნობინებს, უარი არ უნდა თქვას. მან აღნიშნა ისიც, რომ ბავშვობაში მიღებული ტრამვის გამო რინოპლასტიკას მიმართა.
“ჩემი ბიძაშვილი მოვიდა სახლში, ჩვენთან და ხუმრობით ცხვირში შოკოლადი “ტვიქსი” მესროლა. მაშინ ნამდვილად ვიგრძენი ის მომენტი, როდესაც ამბობენ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა. მეგონა გამივლიდა, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შემექმნა, ერთი ნესტოთი საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ქირურგთან მივედი, რომელმაც ძგიდის ოპერაცია გამიკეთა. მოგვიანებით საკუთარ თავს ტელევიზორში რომ შევხედე, ცხვირის წვერი დაბლა მივარდებოდა. დედამ მკითხა: “ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებული? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო…
ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში, არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა.
ჩვენ ვიპოვეთ შესანიშნავი პლასტიკური ქირურგი, არტურ რიბაკინი, რომელმაც რინოპლასტიკა გამიკეთა. მითხრა, რომ ძგიდის ოპერაცია არასწორად იყო გაკეთებული და თავიდან გამიკეთა ძგიდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ახლა ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა ქეთამ გადაცემა „Macarena“-ში საურბრისას.
ქეთა თოფურიამ პირველ მეუღლზე, ლევ გეიხმანზე 2013 წელს იქორწინა. წარმატებულ ბანკირთან და ბიზნესმენთან ურთიერთობას არანაკლებ წარმატებული პოპ-მომღერალი რამდენიმე წლის მანძილზე მალავდა. როგორც ირკვევა, ებრაული გვარის მიუხედავად, ლევ გეიხმანი რუსეთიდანაა, ის მოსკოვში დაიბადა 1974 წლის 26 აპრილს. წყვილს ერთი ქალიშვილი, ოლივია შეეიძინა, თუმცა ქეთა და ლევი ერთმანეთს დაშორდნენ. ქეთამ მეორედ ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი, ადამი ჰყავს, რომეიც უკვე სამი წლისაა. ქეთამ ინტერვიუში ლევ ძენგოვისა და მისი ქალიშვილის, ოლივიას ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა:
“მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თავიდანვე ძალიან მეგობრულები იყვნენ. მოგვიანებით, როდესაც ის ცოტა გაიზარდა, ძენგოვი მიხვდა, რომ საჭირო იყო ცოტა საზღვრების აშენება. და ეს ყველაფერი ძალიან კომპეტენტურად გააკეთა – ინარჩუნებდა როგორც მეგობრობას, ასევე გარკვეულ დისტანციას, ისე რომ არ არსებობდა მიმღებლობა. იყო მომენტები, როდესაც ბავშვი არ იყო მიჩვეული სხვისგან შენიშვნის მიცემას. ოლივია მხოლოდ დედას უსმენდა, მაგრამ არა მამინაცვალს. ცოტა რთული იყო ამ მომენტის შეცვლა. მაგრამ მან ეს მოახერხა,“ – ამბობს მომღერალი.