ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ დოლოგანში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ