ქედაში, მსუბუქი ავტომანქანის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებული პირი ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ