ქაცარავამ სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა – შაკო ჩაჩანიძე

ქაცარავამ სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა – შაკო ჩაჩანიძე
გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება, – წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვიდეო, რომელსაც აქვეყნებს, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული და მასზე ჩანს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს საღებავი არ აქვს შესხმული. ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით “ნაცების ტიტუშკებმა” შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ, ან შესაძლოა, ქაცარავამ ფოტოშოპი გამოიყენა.
“გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება. ვიდეო, რომელსაც ფოტოსთან ერთად ვაქვეყნებ, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული. როგორც ხედავთ, გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს არანაირი საღებავი არ აქვს შესხმული. ქაცარავამ, როგორც ამ ნაძირალას სჩვევია, სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა. უფრო მეტსაც გეტყვით, დიდი ალბათობით გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით ნაცების ტიტუშკებმა შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ. არის მეორე ვარიანტი – ქაცარავამ ფოტოშოპით გააკეთა ეს სიბინძურე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ყველაფერი და კლავიატურის ლომი ქაცარავა პასუხს აგებს ამ სიბინძურეზე!” – წერს შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
Previous: თარგამაძის აფეთქება, სააკაშვილის შემოპარება, ასაფეთქებელი ჰექსოგენის გამოგზავნა, ზარები და შეტყობინებები უკრაინიდან, რომ შენობებში ბომბია… ასეთია ზელენკის მარიონეტული რეჟიმის ნაძირლობათა ქრონოლოგია

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში