ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები იკრიბებიან, მმართველი გუნდის წევრები მივიდნენ

წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები იკრიბებიან, მმართველი გუნდის წევრები მივიდნენ.
კერძოდ, ადგილზე იმყოფებიან პრემიერი ირაკლი , დედაქალაქის მერი , პარლამენტის თავმჯდომარე . ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები.
ქაშვეთის ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე ც.
ქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, -ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.