ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია დავით ასანიძე.
დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციასა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის.
პოლიციამ მომიტინგეებს განმეორებით მოუწოდა, დაემორჩილონ მოთხოვნას და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი.




