“ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან სპეცრაზმმა ძალით გამოათრია ხალხი, ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას” – ბასტი მგალობლიშვილი

“ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან სპეცრაზმმა ძალით გამოათრია ხალხი, ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას” – ბასტი მგალობლიშვილი
რახან ზოგიერთისთვის დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანები არაფერს ნიშნავს, მაშინ ამას შეგახსენებთ: სპეცრაზმი შეიჭრა ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე, ძალით გამოათრია ეკლესიის შესასვლელიდან ხალხი, ჟურნალისტები ყვირილით და ხელის კვრით გაგვრეკა ეკლესიიდან. ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას. ხალხს ამაოდ ჰქონდა იმედი, რომ ეკლესიის ეზოში ძალადობას მოერიდებოდნენ. კადრები შემიძლია მოგაწოდოთ, თუმცა ნანახი გექნებათ, დარწმუნებული ვარ. მერე ეს ნიღბიანები გვერდითა ჭიშკარშიც ჩადგნენ და ეკლესიის ეზოდან შვილის ასაკის გოგოებს აგინებდნენ და ,,ამოვიღებ და დაგანახებო” ეუბნებოდნენ.
თქვენ, ვისაც წამებაზე, რეპრსიებზე, უსამართლობაზე კრინტი არ დაგიძრავთ, ეკლესიაში შეჭრა კი არ გაწუხებთ (რაც სინამდვილეში არ მომხდარა და ტყუილია), არამედ ასე იმშვიდებთ სინდისს, ეს არის თქვენი დუმილის გასამართლებლად გადმოგდებული ხავსი, რომელიც დიდ ხანს ვერ დაგიჭერთ. 17 წლის შემდეგ 7 ნოემბერს რომ ვერ გაუთანაბრეთ ეს ჯოჯოხეთი, მოვიცლი და ამაზეც მოგახსენებთ, რას ვფიქრობ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს