ქაშვეთთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ზოგი დაშავდა

რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ზოგმა კი დაზიანება მიიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაემორჩილნენ პოლიციას და გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა დაკავებები დაიწყეს ქაშვეთის მიმდებარედ. ამასთან, თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აქციის მონაწილე ქალებს მიმართავდნენ, სახლში წასულიყვნენ და საჭმელი მოემზადებინათ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის არეში დაზიანება მიიღო.
უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დააკავეს რუსთაველის მიმდებარედ. დაშავებულებს შორის არიან ქალები.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ