ქატო – გახარიას, ფქვილი – ხაზარაძეს. ვსიო – დავით ქართველიშვილი

„გახარია/ხაზარაძის “ექსტრაკორპორული განაყოფიერება” მათივე ვერშემდგარი ტანდემის საარჩევნო სიაზე კონსულტაციებმა ჩაშალა – 10 კაციან სიაში ხუთი ადგილი მე მინდაო, გახარიამ, ხოლო დანარჩენი ხუთი შენმა კოალიციამ გაინაწილოსო მამუკ: ელისაშვილმა, ჯაფარიძემ, დოლიძემ და კიდევ იმ ვიღაცამო,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გახარია – ხაზარაძის გაერთიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმიანება.
ქართველიშვილი პოსტში, მკითხველს მოლაპარაკებების ჩაშლის შესაძლო სცენარს სთავაზობს.
„გახარია/ხაზარაძის “ექსტრაკორპორული განაყოფიერება” მათივე ვერშემდგარი ტანდემის საარჩევნო სიაზე კონსულტაციებმა ჩაშალა – 10 კაციან სიაში ხუთი ადგილი მე მინდაო, გახარიამ, ხოლო დანარჩენი ხუთი შენმა კოალიციამ გაინაწილოსო მამუკ: ელისაშვილმა, ჯაფარიძემ, დოლიძემ და კიდევ იმ ვიღაცამო.
არაო ხაზარაძემ, ეგრე არ გამოვაო. და დანარჩენებიო: მე-11, მე-12 და ა.შ. ადგილებზე გაანაწილეო – გახარიამ. მე ამ ათეულში პირველი ხუთი ადგილიც მყოფნისო და აბა, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო, შენ არ დაგვპირდიო: მინიმუმ 150-კაციანი სიის შედგენაც შეგვიძლიაო. ასეთი მოლოდინებითო, ხაზარაძემ – ფორმა100 როგორ უნდა ავიღოთო ან “ფსიხო”: პარლამენტში მოსახვედრად მოგვთხოვენო. აი ზუსტად ამ მსჯელობის დროს კონსულტაციები ჩაიშალა. მანჯგალაძეს ვინც მისცა ის “ფსიხო” – სამსახურიდან გაუგდიათ. ქატო – გახარიას, ფქვილი – ხაზარაძეს. ვსიო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ