ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გახდნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, ეკა ქევანიშვილი და ლანა კოკაია

ჟურნალისტური ქარტიის პრიზის გამარჯვებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, ლანა კოკაია და ეკა ქევანიშვილი. კონკურსის გამარჯვებულები 7 ნომინაციაში დღეს, 9 დეკემბერს გამოვლიდნენ.
ეკა ქევანიშვილმა გაიმარჯვა კატეგორიაში – “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება” სტატიით “ქალთა თავშესაფარში მოსმენილი ამბები.”
ლანა კოკაია გამარჯვებული გახდა საუკეთესო სტატიის/მულტიმედია სტატიისთვის ონლაინ მედიაში ნამუშევრით “როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე.”
სხვა 5 კატეგორიაში კი გაიმარჯვეს:
· გელა მთივლიშვილმა “მთის ამბებიდან” საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრისთვის ს ტრაგედიის შესახებ;
· სოფი აფრიამაშვილმა “ნეტგაზეთიდან” ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქებისთვის სტატიით “პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის.”
· მარიამ მუმლაძემ “ჩაიხანადან” ფოტორეპორტაჟით “ქართველები უკრაინული დროშის მიღმა.”
· ბუთა ორჯონიკიძემ “ნეტგაზეთიდან” ბლოგით “უცხო ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ.”
· თენგო გოგოტიშვილი “მთავარი არხიდან” გახდა ხალხის რჩეული საუკეთესო ნამუშევრისთვის ევროკავშირის თემატიკაზე ვიდეორეპორტაჟით – “ცხოვრება ევროპულად: სკოლა”