ქარტია დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აქციაზე დააკავეს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ 22 ნოემბერს, საღამოს,  აქციაზე დააკავა.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა.

გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა.

გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო -ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია -ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ.

პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.