ქარიშხლის შედეგად მოსკოვში ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

ქარიშხლის შედეგად მოსკოვში 20 ივნისს ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ერთ ადამიანს ხე დაეცა ერთ-ერთ პარკში, იტყობინება ოპერატიული სამსახური, მეორე სამშენებლო ხარაჩოებთან ერთად ჩამოვარდა.
ქალაქში დილიდან დაკეტილია პარკები. ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ ქუჩაში. გამოცხადდა ამინდთან დაკავშირებული საფრთხის უკანასკნელი, ნარინჯისფერი დონე.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ქარიშხალი ხუთშაბათს დღისით დაატყდა. თვითმხილველები აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებზეც აღბეჭდილია მოგლეჯილი სარეკლამო აბრები, ქუჩის კონსტრუქციები და ხეები, ასევე კოკისპირული წვიმა და ქარი. რეგიონში ქარბორბალები წარმოიშვა.
ოფიციალური მონაცემებით, შტორმის გამო დაშავდა ცხრა ადამიანი, წაიქცა 23 ხე, დაზიანებულია რვა მანქანა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით. მოსკოვის ოლქში გრიგალმა წააქცია 200 ხე, დაზიანებულია 26 მანქანა, დაშავდა ერთი ადამიანი. ქარის სიჩქარე წამში 25 მეტრს აღწევდა.
სახიფათო ამინდის შესახებ გაფრთხილებები გაავრცელეს ს სხვა რეგიონებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს კიევში. პარასკევიდან ის ჩეხეთის აღმოსავლეთ რაიონებზეც გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს