ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლოა $50 მილიარდამდე დაუჯდეს – Fitch

აშშ-ში ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შეიძლება 50 მილიარდ დოლარამდე დაუჯდეს, მაგრამ შესაძლებელი იყო ბევრად უარესი შედეგები დამდგარიყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Fitch Ratings-მა გამოქვეყნებულ ანგარიშში გაავრცელა.
„ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს და დაახლოებით 30-დან 50 მილიარდ დოლარამდე სადაზღვევო ზარალი დატოვა. ეს ზარალი ყველაზე მაღალია 2022 წლის ქარიშხალ „იანას“ შემდეგ, რომელმაც 60 მილიარდი დოლარის სადაზღვევო ზარალი გამოიწვია“, – აცხადებენ Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები.
ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ მცირე 10 ადამიანი შეადგინა და დატოვა მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე.