ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლოა $50 მილიარდამდე დაუჯდეს – Fitch

-ში ქარიშხალი „მილტონი“ სადაზღვევო ინდუსტრიას შეიძლება 50 მილიარდ დოლარამდე დაუჯდეს, მაგრამ შესაძლებელი იყო ბევრად უარესი შედეგები დამდგარიყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Fitch Ratings-მა გამოქვეყნებულ ანგარიშში გაავრცელა.
„ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს და დაახლოებით 30-დან 50 მილიარდ დოლარამდე სადაზღვევო ზარალი დატოვა. ეს ზარალი ყველაზე მაღალია 2022 წლის ქარიშხალ „იანას“ შემდეგ, რომელმაც 60 მილიარდი დოლარის სადაზღვევო ზარალი გამოიწვია“, – აცხადებენ Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები.
ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ მცირე 10 ადამიანი შეადგინა და დატოვა მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს