ქარის და მზის სადგურებს მაღალი უკუგება აქვთ, ხოლო ჰიდროსადგურები მაღალი ეფექტურობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოშია“ ნათქვამია.
მიმოხილვა მოიცავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.
მიმოხილვის მიხედვით, ქარისა და მზის სადგურების მიმართ ინვესტორების გაზრდილი ინტერესი მაღალი უკუგებით და დაბალი სამშენებლო რისკებით აიხსნება.
„ქარის და მზის სადგურების გენერაცია მერყევია დღის ჭრილში და საჭიროებს სწრაფი რეზერვის წყაროებს (რეზერვუარიანი ჰიდრო, ბატარეა, აირტურბინა).
CFD-ის შემოღებამ ინვესტორების ინტერესი გაზარდა ქარის და მზის სადგურების მიმართ, თუმცა ქსელს მათი მიღება ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
