ქარისგან მოგლეჯილი ხეები და ბანერები – ციმბირში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, ციმბირში, ძლიერ ქარს ორი ადამიანი ემსხვერპლა – მათ ავტომობილს მოგლეჯილი ხე დაეცა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ციმბირის რამდენიმე რეგიონში ქარის სიჩქარე წამში 38 მეტრსაც კი აღწევს.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ ნოვოკუზნეცკში, სადაც კიდევ ორი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, ხის დაცემაა.
ამავე ქალაქში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ქარმა წააქცია დიდი ზომის ბანერი, რომელიც ქალს დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქში სულ 6 ადამიანია დაშავებული.
რუსული მედია წერს, რომ ქარმა ზიანი მიაყენა კემეროვოს, კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკისა და ომსკის ოლქებს, ასევე – ალთაისა და ხაკასეთის რესპუბლიკებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას