ქართუმ 2 კვარტალი 16 მილიონამდე მოგებით დაასრულა

„ბანკ ქართუს“ სავალუტო ანაბრების პორტფელი შეუმცირდა. 01.07.2024-ის მდგომარეობით, 992 მლნ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. ლარის ვადიან,მოთხოვნამდე საანაბრე და მიმდფონარე ანგარიშებზე მხოლოდ 220 მლნ ლარია.
მაისის ბოლოს მილიარდს აღემატებოდა. კლებაა, თუმცა ძირითადად კურსის ეფექტით. რადგან ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ მაისში უფრო გაუფასურებული იყო ლარში მეტობით გამოისახა.
ქართუს დეპოზიტების პორტფელის 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშები, რომლის 80%-ზე მეტი სავალუტოა. დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი (80%) აქვს ვადიან ანაბრების პოტფელსაც.
ქართუ ბანკი უფრო მეტ იურუიდიულ პირს ემსახურება ვიდრე ფიზიკუერს. შესაბამისად კომპანიების დეპოზიტების წილი 61%-ია.
იურიდიული პირების დეპოზიტების პორტფელით, 3.8%-იანი წილით, “ქართუ”, მსხვილპორტფელიან ბანკებში, მე-5 ადგილზეა.
წყარო: Gbc.ge