ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, მადლობა თითოეულ ხელბურთელს, თავდადებითა და ნიჭიერებით მოიპოვეს ის არაჩვეულებრივი წარმატება, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ

ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, მადლობა თითოეულ ხელბურთელს, თავდადებითა და ნიჭიერებით მოიპოვეს ის არაჩვეულებრივი წარმატება, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ
ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ხელბურთელებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს.
„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. ჩვენ 30 წელი ველოდებოდით ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და სწორედ თქვენ, თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც ვფიქრობ, არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება, ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა განსაკუთრებით ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ჩვენ ვიცით, რომ სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, პირადად ბატონ ვახტანგ მეიფარიანს მადლობა, მინდა, ფედერაციის თითოეულ ხელმძღვანელ პირს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მადლობა მწვრთნელებს, ტიტე კალანდაძეს, რომელმაც ხელბურთის განვითარების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი, მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დღეს ის არაჩვეულებრივად წარმართავს სამწვრთნელო საქმიანობას ჩვენს ეროვნულ ნაკრებში. მადლობა თითოეულ ხელბურთელს, ძალიან ემოციური იყო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოთამაშეების თავდადებული თამაშის ხილვა და ამ თავდადებით, ნიჭიერებასთან ერთად იქნა მოპოვებული ის არაჩვეულებრივი წარმატება, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები გამოუბია და ზღვაში ჩაუძირია

ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა – ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად