ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს

ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო განცხადებები ისმის.
„სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიდოში, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას სურს, გარედან გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი უსამართლო განცხადებები ისმის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა