“ქართულ ოცნებას” მანიპულირება არ გაუვა – ლევან ბეჟაშვილი ევროპარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე

ევროკომისია განმარტავს, რომ კვლევების თანახმად, ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა და აღნიშნავს, რომ “დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო”.
თემაზე შეფასებები გაკეთდა თბილისში. “ხალხის ძალა” აცხადებს, რომ მათი კანონპროექტის ანალოგის მიღება ევროკავშირის მიერ, ნიშნავს იმას, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი შეესაბამებოდა დასავლურ სტანდარტებს და მიზნად ისახავდა უცხოური გავლენების შემცირებას და გამჭვირვალობის გაზრდას.
ოპოზიცია კი ისევ ამბობს, რომ ევროპულ ვარიანტში საუბარია ს გავლენებზე და მას საქართველოსთან ინიციირებულ კანონპროექტთან კავშირი არ აქვს.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია-ს” თავმჯდომარის პირველი მოადგილის ს განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც ევროპარლამენტშია დარეგისტრირებული, სწორედ რუსული გავლენებისა და რუსული ავტორიტარიზმის მსგავსი, სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებას ემსახურება.
“ქართულ ოცნებას”, ამ საკითხთან დაკავშირებით, მანიპულირება არ გაუვა. ის კანონპროექტი, რომელიც ევროპარლამენტშია დარეგისტრირებული, სწორედ რუსული გავლენების და რუსული ავტორიტარიზმის მსგავსი, სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. დემოკრატიის მთავარი საფრთხე, მსოფლიოში არის რუსეთი და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც არის. ამიტომ, კანონპროექტის კითხვას სჭირდება შესაბამისი, სხვა კანონმდებლობის ცოდნა და ამ კანონმდებლობის ცოდნით, შესაბამისი ინტერპრეტაციების გაკეთება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
“ევრო-ოპტიმისტების” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ “ხალხის ძალის” მეშვეობით ახალი კანონმდებლობა შემოიტანოს, ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი.
“საქართველოს მოქალაქეებმა, ძალიან კარგად იციან, რა შეიძლება მოიტანოს ახალმა რუსულმა კანონმდებლობამ და ამ ახალი რუსული კანონმდებლობის შემოღებამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ კონტექსტში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ “ხალხის ძალის” მეშვეობით ახალი კანონმდებლობა შემოიტანოს, ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი და ამაზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც კონკრეტული იქნება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.