„ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში – ოხანაშვილის განცხადება

“დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ არავითარ სივრცეს დესტრუქციისთვის. ქართულ ოცნებას“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ამ პოლიტიკისადმი. ჩვენ ხალხთან ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა, ჩვენმა ხალხმა ირწმუნა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ იმ სტრატეგიულ პოლიტიკაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ერთად შევძელით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში. გამოწვევად რჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული საარჩევნო მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იმ დაბალმა რეიტინგმა, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო დაიწიოს. ჩვენ დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ არავითარ სივრცეს დესტრუქციისთვის, რომ მათმა ქმედებებმა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები რამე ფორმით დააზიანოს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა