„ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი – პრეზიდენტი

„ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი – პრეზიდენტი
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
„ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აუცილებელი. იმ, სამწუხაროდ დამარცხებულ პროცესში, მათ უკვდავების მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო უკვდავია და ეს გმირობა ამას ნიშნავდა.
რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს. მინდა გამიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური. „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში. რომ ოკუპანტია, დანაშაული რომ ჩაიდინა და საქართველოს რომ გენოციდი მოუწყო, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას