ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო. შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს

ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო. შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს
“ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო. შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული მტკიცებულებების თუ არგუმენტების შეგროვებაში, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს“- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას.
„იუსტიციის სამინისტროს უცხოელი იურისტებიც ჰყავდა დაქირავებული, თუმცა პირველადი პასუხისმგებლობა იყო იუსტიციის სამინისტროსი, რომელიც ამ მტკიცებულებებს თავს უყრიდა, სტრატეგიას განსაზღვრავდა და შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას, რა უნდა გაგზავნილიყო და რა არა. შესაბამისად, სახელი და გვარები კონკრეტულად ვინ ესწრებოდნენ გამიჭირდება გავიხსენო, თუმცა ეს საჯაროა, კომისიას თუ დასჭირდება თვითონ ICJ-ს გადაწყვეტილებაში არის სახელობითად, ვინ წარმოადგენდა სახელმწიფოს ამ საქმეში. მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორობდა იყო ქალბატონი თინა ბურჯალიანი. 2008 წელი იყო, იმ პერიოდში მინისტრი თუ არ ვცდები ან იყო ან ადეიშვილი“.-განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას