ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია – გიორგი პერტაია

ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია – გიორგი პერტაია
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ს საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო-ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია.
მან, ასევე ისაუბრა არსებულ გადასახადების სისტემაზე, მათ შორის საბაჟო პროცედურებსა და ტარიფებზე.
პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის.
შეხვედრის მიზანს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.