ქართულ ბიზნესს არ სურს იხილოს ძალადობა, სიცრუე და გადაგდება, რაც უკვე გამოიარეს – გიორგი ისაკაძე

„ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) დამფუძნებლის გიორგი ისაკაძის აზრით, ქართულ ბიზნესს არ სურს იხილოს ძალადობა, სიცრუე და გადაგდება, რაც უკვე გამოიარეს.
ამის შესახებ მან BMGTV-ზე, „წერტილის“ 2024 წლის შემაჯამებელ გადაცემაში განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ამ პროცესში ბიზნესის როლზე ისაუბრა.
გიორგი ისაკაძის შეფასებით, ის, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი დღეს ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ქვეყანაში შექმნილი ვითარების სიმძიმეზე მეტყველებს.
„2024 წელი ქართული ბიზნესის ისტორიაში შევა იმითაც, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს, ამ მასშტაბით, ბიზნესს საკუთარი თავი არ ჩაუყენებია დისკომფორტში – ვგულისხმობ საჯარო სივრცეში გამოსვლას და თან – კონკრეტული მოთხოვნებით“, – ამბობს გიორგი ისაკაძე.
„წერტილთნ“ ინტერვიუში BMG-ის დამფუძნებელი მსხვილი ბიზნესის და ირაკლი კობახიძის შეხვედრასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შედეგის მიუხედავად, ეს „ოცნების“ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია საჭირო იყო.
სთან შეხვედრაზე ბიზნესმენების ნაწილმა დააფიქსირა ორი მოთხოვნა, რომელიც მათი შეფასებით, პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს – ესაა ახალი და პატიმრების ახალ წლამდე გათავისუფლება. არცერთ საკითხზე ბიზნესს მთავრობისგან ჩამოყალიბებული პასუხი არ მიუღია. დავუშვათ, ბიზნესმენებს შეეშალათ და ეს საკითხები არ უნდა დაეყენებინათ. ხელისუფლების ხელში ხომ არის ყველა ბერკეტი და რა შესთავაზეს ალტერნატივის სახით, ქვეყნის ეკონომიკის 50%-ზე მეტის შემქმნელებს?! რით გამოუშვეს ეს ხალხი უკან?! როგორ ვერ მოხერხდა ისე, რომ პირობითად ერთი ადამიანის თავისუფლება მაინც არ აჩუქეს?! ან ერთი ვიდეო მაინც ეჩვენებინათ, რა დააშავეს იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობას ემუქრებათ?! რა დააშავა ანდრო ჭიჭინაძემ ან ზვიად ცეცხლაძემ, ვინმეს სადმე ნახა?!“, – აცხადებს გიორგი ისაკაძე.
BMG-ს დამფუძნებლის თქმით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას იმედგაცრუებას. ის დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები, რომლის ნაწილიც არის ბიზნესსაზოგადოება, ამ ტურბულენტურ მდგომარეობასაც წარმატებით გადალახავს.
„ქართული ბიზნესი დღეს უკვე თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა. შეიძლება, ის გარკვეულ მომენტში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩუმად არის და ვიღაცებისთვის ეს კონფორმიზმია, მაგრამ ბიზნესს აღარ სურს იხილოს ძალადობა, სიცრუე, გადაგდება და ყველაფერი ის, რაც უკვე გამოიარა“, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ და იქვე დასძინა, რომ არ შეიძლება, ხელისუფლებას კრიტიკული აზრის მიუღებლობა ჰქონდეს.
„ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, არის მათი მხრიდან კრიტიკული და ალტერნატიული აზრის მიუღებლობა“, – დასძინა გიორგი ისაკაძემ.