ქართულ ბანკებში 3.8 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 3.8 მილიარდი რუსული რუბლი ინახება – ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან არის ცნობილი.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 104 მილიონ ლარს, ანუ 3.8 მილიარდ რუბლს შეადგენდა.
2024 წელს რუბლის დეპოზიტები სულ 23%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის [2022 წლის თებერვლის] შემდეგ კი ქართულ ბანკებში რუსული რუბლის დეპოზიტებმა 298%-ით მოიმატა.
ცნობისთვის, არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 8.8 მილიარდ ლარს ინახავენ, საიდანაც სებ-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 38% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებს წარმოადგენს, რაც თანხობრივად დაახლოებით 3.3 მილიარდი ლარია. ამასთან, უცხოელების დეპოზიტები 2024 წელს 16%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი უცხოელების დეპოზიტები ჯამურად 144%-ით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია

სიმონ ჯანაშია: მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ასტროლინგვისტიკა, რომელიც უცხოპლანეტელებთან შესაძლო მეტყველების ენის შემუშავების პროგრამაა, უნდა ისწავლებოდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში… (ვიდეო)