ქართულ ბანკებში ჩინური იუანის დეპოზიტები იზრდება – bm.ge

2025 წლის ივლისში ივნისთან შედარებით ქართულ ბანკებში ჩინური იუანის დეპოზიტები მკვეთრად – 56%-ით გაიზარდა და 95 მილიონ იუანს, ანუ 36 მილიონ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ჩინური იუანის ნაშთი ქართულ ბანკებში მხოლოდ 15 მილიონ ლარს შეადგენდა.
ასევე, ქართულ ბანკებში ივნისთან შედარებით, ივლისში მკვეთრად – 97%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამის დეპოზიტები და ის 14.8 მილიონ ლარს შეადგენს. 4%-ით შემცირდა რუსული რუბლის დანაზოგები, რაც ამჟამად 66.5 მილიონ ლარს შეადგენს. 9%-ით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგში არსებული დანაზოგები, რაც 366 მილიონ ლარს აღწევს, იაპონური იენის დეპოზიტები კი 3%-ით, 3.2 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ვალუტების მიხედვით, ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები ასე ნაწილდება – 2025 წლის ივლისის მდგომარეობით
წარმოდგენილია ვალუტები, რომლებშიც დეპოზიტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც – ირაკლი კობახიძე